„ხვალიდან საბავშვო ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისში ბაგა-ბაღებში სწავლა განახლდა, თუმცა, ძალიან მალე 40-მდე საბავშვო ბაღი დაიხურა.
„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ ბევრი მსჯელობა იყო უწყებათშორის საბჭოზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან საბავშვო ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ვუფრთხილდებით ჩვენი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ხვალიდან ბაღებში დროებით შეჩერდება სააღმზრდელო პროცესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.