„მართლა უთქვამს, ხუმრობდნენ, მეგონა“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თანახმადაც, „საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, პოლიტიკურ სპექტრს შეეძლება, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები კანონში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველოფს“.
„წინასწარ ნუ ამჟღავნებთ ხოლმე, ჩანაფიქრს... მეგონა, უმრავლესობა ქვეყნის ასაშენებლად გინდოდათ. ჰოდა, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ასეთ განცხადებებზე?!“ - წერს სალუქვაძე.