„რა უნდა უთხრა იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, „გლავნი კანალის“ სტუდიაში რომ შეიკრიბნენ, ნიკა გვარამია რომ ცხვრებივით მწყემსავდა და ისინიც მორჩილად უსრულებდნენ ბრძანებას, რიგრიგობით მიდიოდნენ დაფასთან და ხელს აწერდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ გვარამიას ასე სურდა, რომ მერე „კარტინკა“ ეჩვენებინა“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „მთავარი არხის“ ეთერში, გადაცემის მსვლელობისას დადებულ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერეს სტუდიაში მყოფმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა.
„თავმოყვარეობა და ღირსება შეგრჩათ?! ან საკუთარ ამომრჩეველს ამის მერე რას ეუბნებით?“, - დასძენს ანჯაფარიძე.
ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. 10-ზე მეტი პარტიის ლიდერმა გუშინ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.