უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება. გაფორმების ეკონომიკური ზონა - „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტოლის სამმართველოს მებაჟე ოფიცრების მიერ.
როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, საქართველოს მოქალაქის - ა.ნ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული თანხა - 51 000 აშშ დოლარის (164 959.5 ლარი) ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, დაეკისრა ფულადი ჯარიმა - არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით - 16 495.95 ლარი.