logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: სახლში ვმკურნალობ, კლინიკებში რესურსი იმ ადამიანებს უნდა დავუთმოთ, ვისაც უფრო სჭირდებათ
- +

4 ნოემბერი. 2020. 13:19

 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი, რომელსაც ახლახან COVID-19 დაუდასტურდა, სახლის პირობებში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს. მან „იმედის დილაში“ საკუთარ „კოვიდ-ისტორიაზე“ ილაპარაკა.

 

„მაშინვე დავუკავშირდი ოჯახის ექიმს, როცა თვითიზოლაციაში გადავედი და სიმპტომები გამომივლინდა. აქ მთავარია ის, რომ პანიკას არ უნდა მივეცეთ. ესაა უკიდურესად მნიშვნელოვანი და ინფიცირების ფაქტს მაქსიმალურად მშვიდად უნდა შევხვდეთ“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

 

მისი თქმით, კოვიდ-ინფიცირებულმა პირველ რიგში უნდა მოახდინოს თვითიზოლაცია, კონტაქტი ოჯახის ექიმთან და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება.

 

„პანიკა ნეგატიურად აისახება კოვიდ-ინფიცირებულის მდგომარეობაზე, ამიტომ ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად მშვიდად. როგორც კი გართულებას ვგრძნობ, ვუკავშირდები ოჯახის ექიმს“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სახლში მკურნალობის გადაწყვეტილების მიღებით, ის სხვა ინფიცირებულ მოქალაქეებს მორალურ მხარდაჭერას უცხადებს.

 

„ვცდილობ, ზედმიწევნით შევასრულო ის პროტოკოლები, რომლის წერაშიც მივიღე მონაწილეობა. ამიტომ კლინიკებში იმ ადამიანებს უნდა დავუთმოთ ადგილი, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. ასეთი კი ბევრია, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც თანმდევი დაავადებები აქვთ. მე ამ მხრივ პრობლემები არ მაქვს და მაქსიმალურად ვცდილობ, ეს რესურსი სხვა ადამიანებს დავუთმო“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

 

შეგახსენებთ, ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი 2 ნოემბერს დაუდასტურდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner