ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
განცხადება დაჯგუფებამ „ტელეგრამის“ არხით გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენაში შეიარაღებული თავდასხმა „ხალიფატის ჯარისკაცმა“ განახორციელა.
ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდასხმის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს ამოწმებენ.
თავდასხმა ვენის ცენტრში 2 ნოემბრის დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. გარდაიცვალა ოთხი, ხოლო დაშავდა 22 ადამიანი.