საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიასთან ეუთო/ოდირის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„მე და ჩემს კოლეგებს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ეუთო/ოდირის დელეგაციასთან და მის ხელმძღვანელთან. ჩვენ მათ მადლობა გადავუხადეთ,რომ გლობალური პანდემიის პირობებში ჩამოვიდნენ საქართველოში და დააკვირდნენ ჩვენს საპარლამენტო არჩევნებს. მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ოდირის ძირითადი დასკვნა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენეტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“, - აღნიშნა თალაკვაძემ.