logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო პარტნიორებს გავაცანით ინფორმაცია, როგორი სამზადისი იქნება შემდგომი პარლამენტის მოწვევამდე
- +

4 ნოემბერი. 2020. 13:48

 

„საერთაშორისო პარტნიორებს გავაცანით ინფორმაცია, როგორი სამზადისი იქნება მეორე ტურების ჩათვლით და შემდგომი პარლამენტის მოწვევამდე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, დამკვირვებლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ოდირის დასკვნა, რომ ეს არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული.

 

„რეალურად, შედეგებშიც ჩანს, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენ არსებითად პროპორციული სისტემით ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც, პოლიტიკურმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეძლეს ბარიერის გადალახვა და პარლამენტში შესვლა. ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და რასაკვირველია, არჩევნები ემსახურება საქართველოს დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ამისთვის ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ. ჩვენი დიდი სურვილია, ეს შედეგი მაქსიმალურად იყო გამოყენებული ქვეყნის წარმატებისთვის. ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს გავაცანით ის პროცესები, რომელიც კანონმდებლობის თანახმად წარიმართება არჩევნების მეორე ტურამდე, შესაბამისად, მათ უკვე აქვთ სრული ინფორმაცია, თუ როგორი სამზადისი იქნება მეორე ტურების ჩათვლით და შემდგომი პარლამენტის მოწვევამდე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner