logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: უცხოელი პარტნიორების საერთო მოსაზრებაა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგებს
- +

4 ნოემბერი. 2020. 13:57

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, უცხოელი პარტნიორების საერთო მოსაზრებაა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ლიდერების ეუთო/ოდირთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„შეხვედრაზე მათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიმეორეს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია საერთო მოსაზრება, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს.

 

„ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ასევე პატივი სცენ საზოგადოების არჩევანს და იმ შედეგებს, რასაც ცესკო გამოაცხადებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner