logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძის თქმით, დაუბალანსებელი ოქმების განხილვა არჩევნების შედეგზე დიდ გავლენას არ იქონიებს
- +

4 ნოემბერი. 2020. 13:58

 

 

„რა თქმა უნდა, დაზუსტების მიზანია, დაკორექტირდეს საბოლოო მონაცემები, თუმცა, ჩვენ დიდ გავლენას არ ველოდებით ამ შედეგებზე“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, იმ უბნების რაოდენობა, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები არსებობს, მცირეა.

 

„მაგალითად, ერთ-ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია პრეტენზიას აცხადებს 60 უბანთან დაკავშირებით, რაც არის უბნების 1,5%. ბუნებრივია, ამას არსებითი გავლენა საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგზე ვერ ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია:

 

„ქართული ოცნება“ - 48,22%;

 

„ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%;

 

„ევროპული საქართველო“ - 3.79%;

 

„ლელო“ – 3,16%;

 

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%;

 

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15 %;

 

„გირჩი“ – 2,89%;

 

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%;

 

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

 

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

 

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner