logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე იმ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას, ვინც პარლამენტში არ შევა, „ლოგიკურს“ უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს
- +

4 ნოემბერი. 2020. 14:22

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პარტია მანდატებზე უარს ამბობს, მან სახელმწიფოსგან პარტიის დაფინანსებაც არ უნდა მიიღოს.

 

როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, კარგი იქნება ამასთან დაკავშირებაში კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა.

 

„პარტიების დაფინანსებაზე ლოგიკურია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა და მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა, ბუნებრივია, მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პროვილეგიები, რომელიც არჩევნებს და მიღებულ მანდატებს უკავშირდება.ეს არის მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ექცევა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე. ეს იქნება ბუნებრივიცაა, ძალიან ლოგიკური“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ აღნიშნულ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა. ინტერაქტივის შეკითხვა იყო - უნდა შეუწყდეს თუ არა იმ პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსება, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner