logo_geo
eng_logo
ბონდო ქურდაძე: მოარიდეთ ბოკერია ხალხს, სულხანის დასაფლავებამდე მაინც...
- +

30 ივნისი. 2016. 19:09



მოარიდეთ ბოკერია ხალხს, სულხანის დასაფლავებამდე მაინც..." - ამის შესახებ პარიზში მცხოვრები ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე facebook-ზე წერს.


მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


სულხან მოლაშვილი: ოკერია ესწრებოდა ჩემი წამების ფაქტს..."

მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არ ვარ და იმ ქალაქში არ ვცხოვრობ, სადაც ხვალ უსამართლოდ ნაწამებ კაცს განუკითხავად გაასვენებენ. მადლობა ღმერთს, რომ იმ მოწამლული ჰაერით არ ვსუნთქავ, სადაც მწამებელს, ქვეყნის პრეზიდენტი საიდუმლოდ ხვდება და შემდეგ, მისი ჯალათი მეგობრების შეწყალებაზე ხმამაღლა საუბრობს. მადლობა ღმერთს, ამ უსამართლო ქვეყნიდან, ასე შორს რომ გადამისროლა... დიახ, მე უსამართლო ადამიანებზე მოგახსენებთ, ყვავ-ყორნებივით რომ შემოსევიან საქართველოს, თორემ ჩემმა სამშობლომ, მისმა დაკოჟრილმა და სისხლით გაპოხილმა მიწამ რა დააშავა, ვინ იცის, იქნებ, ამ უსამართლობას განერიდა სულხანის სულიც და კაცთაგან ნაწამებ-დასნეულებული სხეული ისევ თავისი ქვეყნის მიწას მიაბარა(!!!)...

 

მე მეშინია ყველაზე ცუდის, გაწყდება სიმი მოთინების და ქვებით ჩაქოლავენ ქართველები მწამებლებს და კიდევ ერთხელ შეიღებება საქართველო სისხლით და ეს თქვენი ბრალი იქნება - ხელისუფლების(!)... მოარიდეთ ბოკერია ხალხს, სულხანის დასაფლავებამდე მაინც, თუნდაც დასაკითხად წაიყვანეთ პროკურატურაში, თუ მართლა ქართველი ხალხის მტრები არ ხართ, თუ მართლა არ გინდათ სისხლი(!)...

ბონდო ქურდაძე. ჟურნალისტი. პოლიტიკური ემიგრანტი.პარიზი. 30.06.2016".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner