logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: გიგა ბოკერია და ვალერი გრიგალაშვილი ჩემს წამებაში მონაწილეობდნენ!
- +

30 ივნისი. 2016. 19:16



კონტროლის პალატის ყოფილმა ხელმძღვანელმა სულხან მოლაშვილმა  განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და ქალაქის მაშინდელი პროკურორი მის წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.


„სწორედ გიგა ბოკერიამ  შემომითვალა, თუ ქვეყანას არ დატოვებ და არ გაჩუმდები, ორთაჭალაში გაგამწესებო. არ შევეპუე და შედეგიც მივიღე. მერე კი, როცა ჩემი წამება დაიწყეს, რიგით თანამშრომლებთან ერთად ჩემს წამებაში ცნობილი სახეები და თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. ესენი არიან ვალერი გრიგალაშვილი და გიგა ბოკერია. პირდაპირ ვადებ ხელს, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენს ჩემ წამებაში", - განაცხადა მოლაშვილმა.


ამასთან, იგი სამართალდამცველ სტრუქტურებს მიმართავს, დაიწყოს გამოძიება და ბოკერია და გრიგალაშვილი დაიკითხონ.


„მე, როგორც დღევანდელი ხელისუფლების  ერთ-ერთი გულშემატკივარი და თანამებრძოლი, დღენიადაგ ვიმედოვნებდი და ვიმედოვნებ, რომ აუცილებლად დაიწყებოდა ასეთი საქმეების გამოძიება. თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ ეს ხელისუფლება იქნება განწირული მარცხისთვის მომავალ არჩევნებზე", - განაცხადა კონტროლის პალატის ყოფილმა ხელმძღვანელმა.


 კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 23 აპრილს დააკავეს. გამოძიება მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ქონების მიტაცებას ედავებოდა. სასამართლომ სულხან მოლაშვილს თავდაპირველად თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე ეპიზოდში ბრალდება მოუხსნა და სასჯელი ერთი წლით შეუმსუბუქა. მოლაშვილი პატიმრობიდან უშუალოდ საქართველოს პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა.



კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ამჟამად საფრანგეთში იმყოფება, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner