logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: დესტრუქციის ყველა მცდელობა საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობისკენ არის მიმართული, რაც ხელს უწყობს ქვეყნის მტრებს, მათ შორის რუსეთს
- +

4 ნოემბერი. 2020. 16:09

 

 

„ყველაფერი, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კეთდება, ეს არის მცდელობა, რომ დისკრედიტაცია მოხდეს იმ დემოკრატიული პროცესებისა, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს და იმ არჩევნებისა, რომლის შედეგები ერთი-ერთში დაემთხვა როგორც პარალელური თვლის, ასევე ეგზიტპოლებისა და წინასწარი კვლევის შედეგებს“, - ამის შესახებ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ოპოზიციის პროტესტი მიღებულ პროცენტებთან დაკავშირებით სრული აბსურდია, რადგან მანამდე ისინი თავად თანხმდებოდნენ, რომ სავარაუდოდ ამდენ ხმას მიიღებდნენ.

 

„შესაბამისად, ყველა ის განცხადება და მცდელობა, მათ შორის ქუჩაში გასვლის და დესტრუქციის, არის მიმართული იქითკენ, რომ საქართველოში შეეცადონ სიტუაციის დესტაბილიზაციას, რაც კიდევ ერთხელ ხელს უწყობს საქართველოს მტრებს, მათ შორის რუსეთს. იმიტომ, რომ საქართველო დღეს არის რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, სადაც ამ წუთას არის მშვიდობა. ჩვენ გვაქვს დიდი გამოწვევა კოვიდის სახით და ამ სიტუაციაში ასეთი ქმედებების - სიცრუის ტირაჟირება, წინარევოლუციური სიტუაციის იმიტაცია არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არასერიოზული“, - აღნიშნა ბითაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner