logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე აოცებს საზოგადოებას თავისი უგუნური ბოროტებით
- +

4 ნოემბერი. 2020. 16:39

 

 

„მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე აოცებს საზოგადოებას თავისი უგუნური ბოროტებით. ჯერ ზუგდიდში შეკრიბა ხალხი და ხელი შეუწყო კორონავირუსის გავრცელებას, შემდეგ შეკრიბა ბათუმში. ახლა იმის გამო, რომ მიტინგებზე მათი მხარდამჭერი გამოვიდეს, ამ ხალხს წირავს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა დავითულიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

აღნიშნული კომენტარით დავითულიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: როგორ შეაფასებდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ თავად გადაიტანა კორონავირუსი საკმაოდ იოლ ფორმებში, არ არის საშიში და ამომრჩევლებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარკვეული ჯგუფი ყოველთვის ებრძოდა საზოგადოებასა და ექიმებს.

 

„ეს კაცი ყოველდღე აოცებს საზოგადოებას თავისი უგუნური ბოროტებით. ჯერ ზუგდიდში შეკრიბა ხალხი და ხელი შეუწყო კორონავირუსის გავრცელებას, შემდეგ შეკრიბა ბათუმში. ახლა იმის გამო, რომ მიტინგებზე მათი მხარდამჭერი გამოვიდეს, ამ ხალხს წირავს და მოუწოდებს, რომ კორონავირუსი არაფერს ნიშნავს. მთელი მსოფლიო ამტკიცებს, რომ კორონავირუსი არის პრობლემა, მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემა, ხელისუფლება, საზოგადოება ვებრძოდით კორონავირუსს, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი და მისი რაღაც გარკვეული ჯგუფი ყოველთვის იდგა კორონავირუსის მხარეს და ებრძოდა საზოგადოებას, ექიმებს. დღესაც იმავეს აგრძეებს.

 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ უარესებიც თქვა, გააგრძელა ის ნარატივი და აღნიშნა, რომ დასავლეთს საქართველო ფეხებზე ჰკიდია. ამ ნარატივით გამოდის და ვითომ პროდასავლური ძალების ლიდერი მთელი დასავლური საზოგადოების მიერ აღიარებულ არჩევნებზე ამბობს, რომ არ მაწყობს და არ გისმენთ. როცა აწყობს უსმენს, როცა-არა, არ უსმენს, როცა უნდა „კოვიდი“ პრობლემაა, როცა უნდა - არ არის. ჩამოყალიბდეს, მგონი, არასერიოზულია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი გადაიტანა. მისივე თქმით, კორონავირუსის არ უნდა შეეშინდეს საზოგადოებას, ქვეყნის დაკარგვაა მომაკვდინებელი, რის გამოც ერთადერთი გზა, კონსოლიდაცია და მასობრივი მობილიზაციაა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner