logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: გირგვლიანის მკვლელებს „რესბალნიცის“ დაწესებულებაში, ევროპულ დონეზე გაურემონტეს ორი ოთახი
- +

30 ივნისი. 2016. 19:22



გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ საქართველოში მიმდინარე პროცესებს საფრანგეთიდან აფასებს და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არის მოსალოდნელი. იგი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს წამებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.


„სასაცილოა, ბაჩო ახალაიას, რომელიც საქართველოს ციხეებში მკვლელობების მთელი სერიების ორგანიზატორია, ბრალი წაუყენო იმაზე, რომ ვაშლის გაჭრის დროს ვიღაცას დანის ტარი მოუღერა. მე რომ ჩემი თვალით არ მენახა ის საზიზღრობები, რასაც ბაჩო ახალაია სჩადიოდა, ხმას არ ამოვიღებდი. დღესაც მზად არიან პატიმრები, დაახლოებით 15-20 კაცი და მეც სიამოვნებით მივცემ ჩვენებას იმის თაობაზე, თუ როგორ შემოიყვანეს გირგვლიანის მკვლელები „რესბალნიცის" დაწესებულებაში, სადაც სპეციალურად მათთვის ევროპულ დონეზე გაარემონტეს ორი ოთახი, რისთვისაც რამდენიმე დღით ადრე გააუქმეს ექთნების კაბინეტი, დაამონტაჟეს კონდიციონერები და შეიტანეს ძვირფასი ავეჯი. მათ პირადად მოუძღოდათ დათა ახალაია, სოსო თოფურიძე და ვასილ სანოძე. ეს ადამიანები ყოველ საღამოს მოდიოდნენ პურმარილით და მთელი ღამე გამოდიოდა ღრეობის ხმა. გირგვლიანის მკვლელები იყვნენ შსს-ს სპეცაგენტები, რომლებიც ასრულებდნენ პირადად პრეზიდენტის, შს მინისტრის და ხელისუფლების სხვა მაღალი პირების დავალებებს. არსებობს ინფორმაცია მათი შესაძლო კავშირის შესახებ სხვა გახმაურებულ მკვლელობებთან, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან. ნინო ქადაგიძემ თავად თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი ახალაიას, ალანიას და მელნიკოვს უკავშირდება. გირგვლიანის მკვლელები მათ დამკვეთებთან ერთად იმდენ ბინძურ დანაშაულებში იყვნენ გახვეული, რომ მერაბიშვილსაც და სააკაშვილსაც აკანკალებდათ, ხმა არ ამოეღოთ. ეს ყველაფერი შეიძლება დღეს გაუხმაურებელია, მაგრამ ადრე თუ გვიან, ჩვენ მაინც გავიგებთ სიმართლეს", - აცხადებს მოლაშვილი.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner