რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზითაც შეიძლებოდა.
„რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტი გადაწყდეს და რაც შეიძლება სწრაფად, რათა შევინარჩუნოთ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც ერთამანეთის წინააღმდეგ დგანან, სამწუხაროდ, ერთმანეთს ისევ ავტომატების სამიზნეებიდან ხედავენ, მიზნის მისაღწევად ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღს იყენებენ, რისი მიღწევაც, ჩვენი ღრმა რწმენით, მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესით შეიძლებლოდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, მუდმივ კონტაქტზეა როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მთავრობასთან.