logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: საპატიმროებში გვამები სპეციალურად ფუჭდებოდა პედოფილი, „ქათმების“ კამერებიდან მოწვეული პატიმრების მიერ
- +

30 ივნისი. 2016. 19:22



გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ საქართველოში მიმდინარე პროცესებს საფრანგეთიდან აფასებს და იმ საფრთხეებზე ესაუბრება, რაც „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არის მოსალოდნელი. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს წამებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.


„აუცილებლად უნდა შეიქმნას სამართლიანობის აღდგენის კომისია, რომელიც აუცილებლად შეისწავლის საპატიმროებში პატიმართა მოკვდინების მიზეზებს და შედეგებს. ცალკე გამოძიების თემა უნდა იყოს, რომელმა ექიმმა, რომელმა ექსპერტმა, რომელმა პათანატომმა რა ჩაიდინა და ვისი დავალებით?! დიახ, საპატიმროებში გვამები სპეციალურად ფუჭდებოდა პედოფილი, სამუდამოპატიმრობამისჯილი და „ქათმების" კამერებიდან მოწვეული პატიმრების მიერ. გვამებს კვეთდნენ ორგანოებს: გულს, ფილტვს, თირკმელს, ტვინს. ავსებდნენ აგურებით, ფიცრებით, ნაჭრებით. ამაზე პასუხისმგებელი დღემდე არავინ მინახავს. საჭიროა ზუსტი ანალიზი, რომელი გარდაცვლილი პატიმრის დასკვნა რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ჩვენს წინა ინტერვიუში მე დავასახელე პატიმარი „სომეხა", რომელსაც ძალიან დიდი სასჯელი ჰქონდა და სპეციალურად მუშაობდა ამაზე. ეს „სომეხა", ჩემდა გასაოცრად, 2009 წელს ქალაქის პოლიციის შენობასთან გამართულ აქციაზე შემხვდა, თანაც მოწინავე ადგილზე იდგა ამათ რიგებში, ვინც პოლიციის წინ პროტესტს გამოხატავდა. როგორც ჩანს, „სომეხას" არა მხოლოდ პატიმრების გვამების გასაფუჭებლად იყენებდნენ, ის რაღაც მორიგი ბინძური დავალების შესასრულებლად ჰყავდათ აქციაზე გამოშვებული. „სომეხას" მიტინგიდან გაგდების გამო, პოლიციელთან ჩხუბიც კი მომივიდა და სწორედ იმ საღამოს სპეცრაზმელებმა 14 წლის შვილი მიცემეს. რატომ არ არის დღემდე დაკითხული პატიმარი „სომეხა"; რატომ არ აინტერესებს გამოძიებას, ვისი დავალებით და რა მიზნით კვეთდა ორგანოებს გვამებს?" - აცხადებს მოლაშვილი.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner