„ცოტა ხნის წინ ხათუნა გოგორიშვილი ლაპარაკობდა არჩევნების გაყალბებაზე, რომელმაც საქართველოში დაამკვიდრა გაყალბების ტრადიცია, რომელიც 2012 წელს ჩვენ დავასრულეთ. ეს ტრადიცია თავის დროზე ასევე გააგრძელა მიხეილ სააკაშვილმა. გარდა სხვა დანაშაულებისა, რომლებიც ამ ადამიანებს მიუძღვით, არჩევნების გაყალბება იყო მთავარი ხელწერა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა როდესაც ისინი ცდილობენ სიტუაციის არევას და საუბრობენ გაყალბებაზე, ეს ერთგვარი პარადოქსია.
„ამისთვის ისინი ბუნებრივია სათანადო პასუხს მიიღებენ. მათ არც ერთ ჯერზე არ გასვლიათ არეულობის მოწყობის მცდელობა და ამ შემთხვევაშიც არ გაუვათ. ქართულ საზოგადოებას უნდა გაგრძელდეს განვითარების ის მშვიდობიანი პროცესი, რომელიც საქართველომ მიიღო 2012 წლის შემდეგ, როგორც საგარეო, ისე საშინაო თვალსაზრისით. ბუნებრივია, არავის და მით უმეტეს, ამ კრიმინალური ძალის ასარევი ეს ქვეყანა არ არის. მათ პირველ რიგში საზოგადოებისგან გაეცემათ სათანადო პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.