logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ესენი არიან უნიათო რევოლუციონერები
- +

4 ნოემბერი. 2020. 23:04

 

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ როგორი კრიმინალური პოლიტიკური ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, შესაბამისად მათ საკადრისი პასუხი გაეცემათ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, სახელმწიფო არის იმისთვის, რომ პირველ რიგში ასეთ კრიმინალურ ძალებს არ მისცეს არეულობის მოწყობის საშუალება.

 

„არეულობაა ის, რასაც ისინი თავადვე აანონსებდნენ, გვახსოვს არაერთი განცხადება მათი ლიდერების მხრიდან, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის და ჩვენ ამის შესახებ წინაწარ ვსაუბრობდით, რომ მათი მხრიდან მოსალოდნელი იყო არეულობა, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ისიც გვაქვს მკაფიოდ ნათქვამი, რომ არავითარი არეულობის რესურსი ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს. ესენი არიან უნიათო რევოლუციონერები. ისინი მუდმივად ცდილობდნენ ასეთი სცენარების განვითარებას, თუმცა ყოველ ჯერზე სრულიად წარუმატებლად ასრულებენ. ბუნებრივია, ეს ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება, გამომდინარე ერთი მარტივი მიზეზიდან, მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ის, თუ როგორი კრიმინალური პოლიტიკური ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, შესაბამისად მათ საკადრისი პასუხი გაეცემათ. სახელმწიფო არის იმისთვის, რომ პირველ რიგში ასეთ კრიმინალურ ძალებს არ მისცეს არეულობის მოწყობის საშუალება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება. მათ ალბათ, კიდევ ორი-სამი დღე ექნებათ გარკვეული მცდელობები, თუმცა ამ პროცესს ექნება სათანადო დასასრული და ბუნებრივია, მათ სათანადო პასუხი გაეცემათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner