logo_geo
eng_logo
„GWP“- მა ქართველი ჟურნალისტებისთვის მედიატური მოაწყო
- +

30 ივნისი. 2016. 19:26

 

 

„GWP" საქართველოს ბაზარზე წამყვანი კომპანიაა, რომელიც თბილისსა და მის შემოგარენში მცხოვრებ მოსახლეობას, სახელმწიფო ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს  ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფს.


„GWP"-მა ერთდღიანი მედიატური მოაწყო, რომლის ფარგლებშიც ქართველი ჟურნალისტები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ობიექტებს ეწვივნენ. შეხვედრას „მაესტროს“, „რუსთავი2“-ის, „სააგენტო პირველის“, „კავკასპრესის“, „ჯორჯიან თაიმსის“, „ბანკები და ფინანსების“, „რეზონანსის“, „ინფო9“-ის, „რეპორტიორის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ჟურნალისტებმა მოინახულეს ღრმაღელის საფილტრე სადგური, სადაც ხდება წყლის ფილტრაცია, ასევე ლაბორატორიული შემოწმება, რომელიც ყოველ 1 საათში ტარდება 24 საათის განმავლობაში.


ასევე ეწვივნენ საგურამოს, სადაც „GWP" აშენებს ჰესს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. „საგურამოჰესი" გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ასევე ყველაზე დიდი სატუმბი სადგური საგურამოში მდებარეობს.


ვიზიტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები უნიკალურ ნატახტრის წყალშემკრებ ნაგებობას ეწვივნენ. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ  წყლის ამოტუმბვა ხდება სიფონის პრინციპით, ელექტროენერგია არ იხარჯება და წყალი თბილისს თვითდინებით მიეწოდება.


ასევე ტურის ფარგლებში ჟურნალისტები მისაქციელის საინფორმაციო მოედნებს და ჟინვალის წყალსაცავს ეწვივნენ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მსგავს საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner