logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი აშშ-ის არჩევნებზე: ამ წუთას არსებული პროგნოზით, შეუძლებელია იმის თქმა, ვინ გაიმარჯვებს
- +

4 ნოემბერი. 2020. 23:48

 

 

 

„პროცესი კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ამ წუთისთვის წარმოვიდგინოთ. ავიღოთ, მაგალითად არიზონის შტატი, რომელშიც თითქოს მოიგო ბაიდენმა. დაახლოებით 400 000 ბიულეტენია დაუთვლეი და ტრამპს აქვს იმედი, რომ არიზონა ისევ დაიბრუნოს“, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

 

„დარჩა მიჩიგანის, ჩრდილოეთ კაროლინის, ჯორჯიისა და კაროლინის შტატები. ტრამპს ტექნიკურად ოთხივე შტატში გამარჯვება სჭირდება. ამ წუთას არსებული პროგნოზით, შეუძლებელია იმის თქმა, ვინ გაიმარჯვებს. საკმაოდ დაძაბული პროცესია და არ მახსენდება, ამდენი ხანი გაგრძელებულიყოს ხმების დათვლა“, - აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner