ჟურნალისტი ეკა შონია სოციალურ ქსელში ნიკა მელიას ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს :
„ამ თავდასხმებს მივეჩვიეთ სხვადასხვა პოლიტიკური წრეებიდან, მაგრამ პასუხს ყოველთვის მიიღებენ ჩვენგან, ამჯერად ნიკანორ მელიამ მოიცალა პირველი არხისთვის. ბატონო ნიკანორ, საქართველოს პირველი არხი, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, ყოველთვის აშუქებს ყველა მნიშვნელოვან ამბავს, რაც ხდება ქვეყანაში, აშუქებს ისე, როგორც ხდება და მაშინ როცა ხდება. რაც შეგეხებათ თქვენ და კიდევ მათ ვისაც რამე არ მოგწონთ, გაქვთ საშუალება, რომ ფოკუსირდეთ თქვენს პირად მედიებზე, რომლებიც დაგიკმაყოფილებენ სურვილებსა და მოთხოვნებს. ასევე მოგიწოდებთ ნუ გაიმასხარავებთ თავს, თქვენი აზრი, ჩვენი მუშაობის შესახებ საერთოდ არ გვაინტერესებს.“ - წერს ეკა შონია.