დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ონში პირველი ბიძგები, 4 ნოემბერს 18:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი სოფელ ბაჯიხევთან იყო. ბიძგების სიძლიერემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.
მეორე მიწისძვრა მოხდა 4 ნოემბერს, 18:05 საათზე. ეპიცენტრი ისევ ონთან, სოფელ ბაჯიხევთან იყო. ბიძგების სიძლიერემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.
მესამე მიწისძვრა, 4 ნოემბერს 23:57 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ონთან იყო. ბიძგების სიძლიერემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.