logo_geo
eng_logo
ოთხ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ქვემო ქართლში ერთი პირი დააკავეს
- +

5 ნოემბერი. 2020. 10:57

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ნ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 

„სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, ნ.კ.-ის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ოთხ შეკვრად დაფასოებული, ოთხ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ერთ კილოგრამამდე „ჰეროინს“ შეიცავს“, – აცხადებენ შსს-ში.

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner