logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ნინო ქადაგიძემ თავად თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი ახალაიას, ალანიას და მელნიკოვს უკავშირდება!
- +

30 ივნისი. 2016. 19:37



ეს განცხადება კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა  გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა.

 

„გირგვლიანის მკვლელებს პირადად მოუძღოდათ დათა ახალაია, სოსო თოფურიძე და ვასილ სანოძე. ეს ადამიანები ყოველ საღამოს მოდიოდნენ პურმარილით და მთელი ღამე გამოდიოდა ღრეობის ხმა. გირგვლიანის მკვლელები იყვნენ შსს-ს სპეცაგენტები, რომლებიც ასრულებდნენ პირადად პრეზიდენტის, შს მინისტრის და ხელისუფლების სხვა მაღალი პირების დავალებებს. არსებობს ინფორმაცია მათი შესაძლო კავშირის შესახებ სხვა გახმაურებულ მკვლელობებთან, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან. ნინო ქადაგიძემ თავად თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი ახალაიას, ალანიას და მელნიკოვს უკავშირდება. გირგვლიანის მკვლელები მათ დამკვეთებთან ერთად იმდენ ბინძურ დანაშაულებში იყვნენ გახვეული, რომ მერაბიშვილსაც და სააკაშვილსაც აკანკალებდათ, ხმა არ ამოეღოთ", - აცხადებს მოლაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner