logo_geo
eng_logo
პოლ ჯოიალი: წელს ხალხმრავალი მიტინგების მოწყობა ქუჩაში, სასიკვდილოა
- +

5 ნოემბერი. 2020. 12:24

 

 

ამერიკელი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში პოლ ჯოიალი, „ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს.

 

„გავეცანი თბილისში, ამერიკის საელჩოს განცხადებას, რომელიც ადასტურებს ეუთოს მისიის მონიტორინგის პირველად შედეგებს, რომლის მიხედვითაც, უმეტესწილად, ქართველ მოსახლეობას ჰქონდა ხმის მიცემისა და საკუთარი თავისუფლების გამოყენების შესაძლებლობები. მათ განცხადებაში ასევე იყო საუბარი რამდენიმე პრობლემის შესახებაც, რომლებიც წლებია საქართველოში არსებობს, მაგალითად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რაც სააკაშვილისა და შევარდნაძის დროსაც არსებობდა. ეს ის საკითხია, რომლის გადაჭრისთვის ზომები ყოველ ჯერზე უნდა იქნეს გამოყენებული. თუმცა ძირითადი აქ ისაა, რომ არ არსებობს იმის ნიშნები, რომ დაფიქსირებული ხელშეშლის მასშტაბი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისთვის საკმარისია. ასე, რომ საერთო ჯამში, ჩვენ ვნახეთ დემოკრატიის გაუმჯობესება გარკვეული ნაკლოვანებებით. არ არსებობს მიზეზი იმის საფიქრელად, რომ ამ არჩევნების შედეგები ბათილია“, - განაცხადა პოლ ჯოიალმა, „ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში.

 

„თბილისში ამერიკის საელჩომ თქვა, რომ არსებობს შეშფოთება გარკვეული განცხადებების მიმართ, რომლებიც მათ მოისმინეს და მოუწოდეს ყველას მოთმინების შენარჩუნების, კანონმორჩილებისა და საჩივრების შემთხვევაში მათი წერილობით წარდგენისკენ, რათა არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი. როგორც მერილენდის შტატის საარჩევნო უწყების წარმომადგენელი, გეტყვით, რომ არჩევნები რთული რამაა, განსაკუთრებით, კოვიდ-პანდემიის დროს, ამიტომ მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში რიტორიკის შემცირებისა და მეორე რაუნდისთვის მომზადებისკენ.

 

რა თქმა უნდა, ყველა განცხადებას ვერ გავეცნობოდი, თუმცა, ჩემთვის წარმოუდგენელია, არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადება. მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მოთმინებას გამოიჩენს და გადაჭრის იმ საკითხებს, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იქნა წამოჭრილი. მე შოკირებული ვიყავი, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან მოვისმინე, რომ თითქოს მათ თავისუფლება წაართვეს და რომ ისინი ახლა ბრძოლის ველზე უნდა შევიდნენ, ეს ენა ძალიან დემორალიზებულს გახდის, რადგან ის აჩვენებს ძველ, ბოლშევიკურ ინსტინქტს, რაც ჯერ კიდევ არსებობს - თუ მე არ მივიღებ ჩემსას და ვიცი, რომ უმცირესობა ვარ, მაშინ ჩემს თავს უმრავლესობად გამოვაცხადებ და ვიბრძოლებ. ეს აჩვენებს უმწიფრობას საარჩევნო პროცესებისადმი და ეს საშიშია. წელს, ხალხმრავალი მიტინგების მოწყობა ქუჩაში, სასიკვდილოა და ეს სასიკვდილოა მათთვის ვინც მიტინგებზე დგანან, მათ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის, ეს აღკვეთილ უნდა იქნას და ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დაეხმაროს ამ პროცესს“, - აცხადებს პოლ ჯოიალი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner