logo_geo
eng_logo
არიზონას შტატში შეიარაღებულმა მემარჯვენე მომიტინგეებმა საარჩევნო უბანი იძულებით დახურეს
- +

5 ნოემბერი. 2020. 12:57

 

 

არიზონას შტატში შეიარაღებულმა მემარჯვენე მომიტინგეებმა საარჩევნო უბანი იძულებით დახურეს. დონალდ ტრამპის ასობით მხარდამჭერი მარიკოპაში საარჩევნო უბანთან ბიულეტენების დათვლის შეწყვეტის მოთხოვნით შეიკრიბა.

 

უბანზე ხმების დათვლა მიმდინარეობდა. მომიტინგეების მხრიდან იძულებისა და ხელის შეშლის გამო, ხმების დათვლა შეწყდა, საარჩევნო უბანი დაიხურა და შენობიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.

 

საარჩევნო უბანთან პოლიციელები იყვნენ მობილიზებულები. აქციის დროს სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. პოლიციელებს არც ცრემლსადენი გაზი გამოუყენებიათ.

 

ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ მონაცემებით, არიზონას შტატში ამ დროისთვისაც ჯო ბაიდენი ლიდერობს.

 

არიზონა არ არის ერთადერთი შტატი, სადაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესის შეწყვეტას ამ ფორმით შეეცადნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner