logo_geo
eng_logo
ტელევიზიის რეჟისორი თამაზ ბიბილური 6 ნოემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან აქციას გეგმავს
- +

5 ნოემბერი. 2020. 13:21

 

 

2020 წლის 6 ნოემბერს, 15 საათზე, თბილისში, კოსტავას ქ. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის ცენტრალურ შესასვლელთან, ამავე მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის კონკურსის მონაწილე, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი „სხივის“ პრეზიდენტი, ტელევიზიის რეჟისორი თამაზ ბიბილური ჟურნალისტებისთვის ჩაატარებს ინდივიდუალურ მშვიდობიან მეხუთე მდუმარე აქციას (5-10 წთ) და ხანმოკლე (5-10 წთ) საგანგებო ბრიფინგს, მიძღვნილს - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობის ა.წ. კონკურსისადმი. ბრიფინგზე გაჟღერდება მოთხოვნები:

 

  1. დაუყოვნებლიბ გაუქმდეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი კონკურსი;

 

  1. ტელევიზიის რეჟისორ თამაზ ბიბილურს უახლოეს დღეებში მიეცეს საშუალება ნებისმიერი ფორმატის საღამოს გადაცემაში პირდაპირ ეთერში გამოსვლისა;

 

  1. ტელევიზიის რეჟისორ თამაზ ბიბილურს უახლოეს დღეებში მიეცეს საშუალება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად დებატების ჩატარებისა;

 

  1. ბ-ნ თამაზ ბიბილურს მიეცეს საშუალება „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, ამავე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ჟურნალისტური გამოძიების დაუყოვნებლივ ჩატარებისა (ერთჯერადი საშვი ა.ს. 27 ნოემბრის ჩათვლით);

 

  1. გაკეთდება საგანგებო განცხადება (მხილება): არის საფუძვლიანი ეჭვი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ვ. მაღლაფერიძის, მ. ფუტკარაძისა და თ. ბერძენიშვილის ფარული გარიგების თაობაზე, რომელიც ეხება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის ბ. ივანიშვილის საკუთრებაში გადაცემას (ეკონომიკის სამინისტროს საშუალებით); აღნიშნულის შედეგად, ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში გაიფორმებს ტერიტორიას ვარაზისხევიდან ტექნიკური უნივერსიტეტის შენობამდე (ზოოპარკის ტერიტორიის ჩათვლით); „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს გაუშვებენ ქალაქგარეთ (პოლიტკოვსკაიას ქუჩის ბოლოს) ტყეში მშენებარე შენობაში!..

 

  1. ა.წ. 6 ნოემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის ცენტრალურ შესასვლელთან გამართულ ბრიფინგზე მოწვეული არიან: სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მასმედიისა და საელჩოს წარმომადგენლები.

 

ჟურნალისტებს გადაეცემათ პრესრელიზი.

 

საკონტაქტო ტელეფონი: 591 24-28-10.

 

საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი „სხივი“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner