logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კოვიდ-ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი არის ძალიან საშიში
- +

5 ნოემბერი. 2020. 14:52

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი არის ძალიან საშიში, კოვიდ-ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით და ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ მათი უპასუხისმგებლო ქმედებები და მე ვფიქრობ, ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაინფიცირებული“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის თემა, როცა პოლიტიკა უნდა გადავდოთ გვერდით, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვართ ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ სხვა პარტიების, ვიღაცას აქვს განსხვავებული მოსაზრება და ეს არის თემა, სადაც ყველა უნდა ვიყოთ ერთიანები და უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს

 

„ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი არის ძალიან საშიში, კოვიდ-ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით და ჩვენ არა ერთხელ ვიხილეთ მათი უპასუხისმგებლო ქმედებები და მე ვფიქრობ ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაინფიცირებული. ჩვენ ვნახეთ ბათუმის აქცია, სხვა ბევრი შემთხვევა. კონკრეტულად გუშინ, რაც საოლქო კომისიებთან ხდებოდა, დაახლოებით 20-მდე ადამიანი იყო შეკრიბილი, ნიღბების გარეშე და ცდილობდა დესტრუქციის მოწყობას, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს არის თემა, როცა პოლიტიკა უნდა გადავდოთ გვერდით, ამ ქვეყნის შვილები ვართ და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვართ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვიღაცას აქვს განსხვავებული მოსაზრება და ეს არის თემა, სადაც ყველა უნდა ვიყოთ ერთიანები და უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ეს იქნება „ოცნების“ თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება ყველაზე მაღლა დგას“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner