logo_geo
eng_logo
კახა კალაძის თქმით, გუშინდელი აქციების დროს პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იყო
- +

5 ნოემბერი. 2020. 14:58

 

 

„პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე“, - ასე უპასუხა კახა კალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ, საოლქო კომისიებთან აქციებზე სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა პოლიციას სამსახურისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

 

„კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის. მადლობა გადავუხადო იმ ქმედებისთვის, რასაც ისინი ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებენ. კანონის სრული დაცვით მოქმედებს პოლიცია. მათი მოვალეობა არის ქვეყანაში დაიცვან მშვიდობა, სიმშვიდე. რა თქმა უნდა, ისინი მოქმედებენ კანონიერების ფარგლებში“, - განაცხადა კალაძემ.

 

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

 

ოპოზიციურმა პარტიებმა კი ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner