logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: შეუძლებელია, რადიკალიზმით სავსე პოლიტიკური ვითარება ლარის კურსზე არ აისახოს
- +

5 ნოემბერი. 2020. 15:37

 

 

„შეუძლებელია, რომ პოლიტიკური ვითარება, რომელიც რადიკალიზმითაა სავსე, ლარის კურსზე არ აისახოს. ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა იმ მერყეობისა, რასაც ახლა ვხედავთ, არ არის. ეს არის ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული იმ რადიკალიზმთან და პოლიტიკურ ვითარებასთან, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით საუბრისისას, ბრიფინგზე, განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გავნვითრება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებასაც იწვევს.

 

„არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმემ საკუთარი პროტესტი არ გამოხატოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ყველა წესის დაცვით, რადგან ვხედავთ, რომ ეს ვითარება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც ზრდის საფრთხეებს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია.

 

ინფორმაციისთვის, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ყოველდღიურ გაუფასურებას განაგრძობს, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებს, 3.34-ია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner