logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საავადმყოფოებში უსიმპტომო პაციენტები გვყავდეს
- +

5 ნოემბერი. 2020. 15:39

 

 

„აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები, სიცხე და არ საჭიროებენ 24-საათიან სამედიცინო მომსახურებას, მოხვდნენ საავადმყოფოში“, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს გარკვეულ რაოდენობის საწოლფონდი. ჯანდაცვის სისტემას საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, არ აქვს შეუზღუდავი რესურსი. ჯანდაცვის სამინისტრო და კოვიდ-კლინიკები მუშაობენ იმაზე, რომ საწოლფონდის გამოყენება მაქსიმალურად ეფექტიანად ხდებოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საავადმყოფოში მოხვდნენ მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებულები და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე კოვიდინფიცირებულები. აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები, სიცხე და არ საჭიროებენ 24-საათიან სამედიცინო მომსახურებას, გვყავდეს საავადმყოფოში. დღეის მდგომარეობით ვიცით, რომ ძალიან ბევრი პაციენტი, რომლებსაც არ სჭირდება სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში, თავის დაზღვევის მიზნით საავადმყოფოში ყოფნის სურვილს გამოთქვამს, თუმცა გაცილებით ბევრ ადამიანს შეიძლება სჭირდებოდეს ან მომავალში დასჭირდეს საავადმყოფოში ყოფნა და მათთვის მზად უნდა გვქონდეს საწოლფონდი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner