logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ძალიან კარგია, რასაც ახლა ვუყურებ, ადამიანები ქუჩაშიც ატარებენ პირბადეს, ნახავთ, რომ ეს შედეგს მოგვცემს
- +

5 ნოემბერი. 2020. 15:49

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა თანდათანობით მიმართავს გამკაცრებულ ღონისძიებებს. მისივე თქმით, ძირითადი პოლიტიკა არის ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები.

 

გამყრელიძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა ეტაპობრივად სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებაზე.

 

„ამ საკითხებზე მსჯელობს საბჭო, რადგან პანდემიის პირობებში ყველა ქვეყანაში არის თითქმის ერთნაირი მიდგომა, ანუ ბალანსი ერთი მხრივ შემზღუდველ ღონისძიებებს, მაგრამ არა ტოტალურ ლოკდაუნს, მეორე მხრივ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას შორის, რომ პაციენტები დროულად იყვნენ მოვლილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფიცირების დადგენის შემდეგ დაუყოვნებლივ გადასვლას თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ამასთან, გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე როგორიცაა, დისტანცია, დისტანციური სწავლება, ხელების ხშირი დაბანა, პირბადე და ა.შ.

 

„ძალიან კარგია, რასაც ახლა ვუყურებ, უკვე გავითავისეთ ეს და გარეთაც, ქუჩაში ადამიანები ატარებენ პირბადეს, ნახავთ თქვენ, ეს მოგვცემს ეფექტს ინფექციის შემცირებასთან მიმართებაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner