logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად და ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს
- +

5 ნოემბერი. 2020. 15:50

 

 

„თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ამას ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს“, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მედიის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ ამის შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე საუბრობდა.

 

„მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ხოლმე ჩემს სიტყვებზე და ეს არ არის ხოლმე არავის დაშინება. ეს არის იმ სამწუხარო რეალობის დანახვა, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. მგონი, კარგად უყურებთ მედიას, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით, ვერცერთ ქვეყანაში, ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა, სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ თავისი გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად. და ეს მოხდება თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. აი, ეს არის რეალობა“, - განაცხადა იმნაძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 33 459-ს შეადგენს. გარდაიცვალა 401 მოქალაქე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner