ბაჩო ახალაიას დანაშაულებზე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრობს.
„სასაცილოა, ბაჩო ახალაიას, რომელიც საქართველოს ციხეებში მკვლელობების მთელი სერიების ორგანიზატორია, ბრალი წაუყენო იმაზე, რომ ვაშლის გაჭრის დროს ვიღაცას დანის ტარი მოუღერა. მე რომ ჩემი თვალით არ მენახა ის საზიზღრობები, რასაც ბაჩო ახალაია სჩადიოდა, ხმას არ ამოვიღებდი. დღესაც მზად არიან პატიმრები, დაახლოებით 15-20 კაცი და მეც სიამოვნებით მივცემ ჩვენებას იმის თაობაზე, თუ როგორ შემოიყვანეს გირგვლიანის მკვლელები „რესბალნიცის" დაწესებულებაში, სადაც სპეციალურად მათთვის ევროპულ დონეზე გაარემონტეს ორი ოთახი, რისთვისაც რამდენიმე დღით ადრე გააუქმეს ექთნების კაბინეტი, დაამონტაჟეს კონდიციონერები და შეიტანეს ძვირფასი ავეჯი", - აცხადებს ინტერვიუში სულხან მოლაშვილი.