logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ნებისმიერი დიდი თავშეყრა, ქორწილი, სარიტუალო სუფრა თუ მიტინგი, პანდემიის ფონზე, ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია
- +

5 ნოემბერი. 2020. 15:59

 

 

„ნებისმიერი დიდი თავშეყრა, ქორწილი, სარიტუალო სუფრა, მიტინგი თუ სხვა, პანდემიის ფონზე, ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია, აქედან გამომდინარე აბსოლუტური დაცვა ვირუსისგან არ არსებობს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და არავის აქვს უფლება, რომ ვინმეს გამოხატვის თავისუფლება აუკრძალოს, თუმცა საჭიროა მეტი დაცულობა და სიფრთხილე.

 

„ნებისმიერი დიდი თავშეყრა, ქორწილი, სარიტუალო სუფრა, მიტინგი თუ სხვა, პანდემიის ფონზე, ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია. აქედან გამომდინარე აბსოლუტური დაცვა ვირუსისგან არ არსებობს. პოლიტიკური პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და არავის აქვს უფლება, რომ ვინმეს გამოხატვის თავისუფლება აუკრძალოს, თუმცა საჭიროა მეტი დაცულობა და სიფრთხილე, რომ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეფერხდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner