logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული და მომთმენი, მაგრამ ამავდროულად, პრინციპული, რომ საშუალება არ მიეცეს სხვადასხვა ტიპის პროვოკაციას
- +

5 ნოემბერი. 2020. 17:05

 

 

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული და მომთმენი, მაგრამ ამავდროულად, პრინციპული, იმიტომ, რომ საშუალება არ მიეცეს სხვადასხვა ტიპის პროვოკაციას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების შეფასებისას.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა კითხვას, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, ზუსტი და ამომწურავი პასუხი გაეცეს.

 

„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, როდესაც საკითხი ეხება თითოეულ ოქმს, დოკუმენტს, რომელზედაც არის პრეტენზია, რომ არის ხარვეზიანი ან პრობლემური. ეს პირველი რიგის პასუხისმგებლობაა.

 

მეორეა, ხელისუფლება იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული, მომთმენი, მაგრამ ამავდროულად, პრინციპული, რათა არ მიეცეს საშუალება სხვადასხვა ტიპის პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არ არის მომხრე, შინაგანად არ არის თანახმა რაღაც ტიპის პროვოკაციაზე. არის ნაწილი, რომელიც წამსვლელია ალბათ უფრო მძიმე ნაბიჯებზე და თავზე ხელის აღებაც არ გაუჭირდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტრუქციულობის ელემენტმა იარსებოს და ხელისუფლების ვალია, რომ ყოველთვის გამოხატავდეს კონსტრუქციულობას და მაქსიმალურად აირიდოს პროვოკაციები“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner