„ნათელაშვილია ერთ-ერთი ლიდერი და მეორე სააკაშვილი, რომელიც მუდმივად საუბრობს არეულობაზე. ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება, არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ საქართველოში არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ უმრავლესობის ბევრი მხარდამჭერიც ცდილობს, აქცია გამართოს თავისი ხმების დასაცავად. საქართველოა და შუაზე ხომ არ გავგლეჯთ, არა?!
საზოგადოებაში წითელი ხაზის გავლება და ანტაგონიზმი ვისი ხელწერაც იყო, ხომ ვნახეთ ყველამ? სისხლისღვრას ვინ გეგმავდა, ხომ მოვისმინეთ? ხომ ხედავთ, რაც ხდება და ვინ ვისი ენით საუბრობს?!
ოპოზიცია იმ კალაპოტში ზის, რომელიც სააკაშვილმა გამოთხარა და რომელშიც შედის ნათელაშვილის თამადობით დანარჩენი კლასტერი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.