logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საჩივრების რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე 2016 წელს იყო
- +

5 ნოემბერი. 2020. 18:01

 

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივარი იქნება განხილული. როგორ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საჩივრების რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე 2016 წელს იყო.

 

„დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ დაგიდასტურებენ ვერანაირად იმას, რომ არ იყო განხილული საჩივრები. ჩემთან უმრავლესობა არის ტექნიკურ საკითხზე საჩივრები, ესეც განხილულია, გაიხსნა 25-ე უბანი და დარღვევა არ აღმოჩენილა. ზუსტად არის ოქმი შედგენილი, რაზედაც ეჭვი ჰქონდათ. რეალურად, გაცილებით უფრო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, ვიდრე ის უპრეცედენტო აქცია, რაც არის საჩივრების გადამოწმება. უბნების გახსნა მიმდინარეობს. ახლაც გრძელდება. ასეთი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. საჩივრების რაოდენობაც გაცილებით მცირეა, ვიდრე 2016 წელს, მაგრამ რეალურად არის და არც ერთი საჩივარი პასუხის გარეშე არ დარჩება“, - აცხადებს ვოლსკი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner