აშშ-ში დამშრალ ტბაზე, რეისტრეკ-პლაია, აღმოაჩინეს, რომ ქვები თავისით მოძრაობენ, თან დიდ მანძილზე. ამას მოწმობს მათ უკან დარჩენილი კვალი.
ქვები გადააადგილდებიან ცოცხალი ორგანიზმების ზემოქმედების გარეშე. 2013 წლამდე ეს მოვლენა კამერით არავის გადაუღია. ქვების წონა რამდენიმე ას კილოგრამს აღწევს. მათი მოძრაობის კვალი რვიდან ოცდაათ მეტრამდე სიგრძისაა, ხოლო სისქე დაახლოებით 2,5 სმ. ქვები მოძრაობას იწყებენ 3-4 წელიწადში ერთხელ. 1948 წელს გეოლოგებმა ჯიმ მაკალისტერმა და ალენ აგნემ შეისწავლეს ტერიტორია. მონიშნეს ქვების ტრაექტორიები. არსებობდა რამდენიმე უსაფუძვლო ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ქვებს ამოძრავებს ძლიერი ქარი ან სრიალა ნამიანი ზედაპირის გამო ისინი მარტივად სრიალებდნენ, მაგრამ 1955 წელს გეოლოგმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან, ჯორჯ სტენლიმ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, რომ ესოდენ მძიმე ქვები შეუძლებელია გადაადგილებულიყვნენ ქარის ზემოქმედებით.
ჯორჯ სტენლი ამტკიცებდა, რომ სეზონური დატბორვის შედეგად ჩნდება ყინულის ბილიკი, რომლის გამოც მოძრაობენ ქვები.
გადაწყდა, რომ უნდა ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი. გეოლოგების ჯგუფმა განათავსა რამდენიმე დიდი ქვა, დამონტაჟდა კამერები და დაელოდნენ შედეგს. შედეგად აღმოჩნდა, რომ ქვებს ამოძრავებდა მოცურავე ყინული, რომელსაც მართავდა ქარი. ასე გამჟღავნდა ეს უცნაური ფენომენი.