logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ნებისმიერი ხმა, რომელიც არჩევნების დღის შემდეგ შემოვა, არ დაითვლება
- +

5 ნოემბერი. 2020. 19:53

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საარჩევნო ხმების დათვლის პროცესთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

 

დონალდ ტრამპის თქმით, დაგვიანებით მიღებული ხმები არ დაითვლება.

 

„ნებისმიერი ხმა, რომელიც არჩევნების დღის შემდეგ შემოვა, არ დაითვლება!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

ხმების დათვლის პროცედურა ამ დრომდე მიმდინარეობს ამერიკის რამდენიმე შტატში, რომელთა შედეგები არჩევნებისთვის გადამწყვეტი იქნება. მათ შორის არის ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, ჯორჯია და პენსილვანია.

 

ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპი ხმების დათვლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.

„შეაჩერეთ თვლა“, – დაწერა ტრამპმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner