კრიმინალი სააკაშვილი იმასაც კი კადრულობს, რომ გლობალური პანდემიის, მკვლელი ვირუსი უბრალო სურდოთი განმარტოს”– ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებას, საპროტესტო აქციებზე გამოსვლის შესახებ, როდესაც მან თქვა, რომ კორონავირუსი თავადაც გადაიტანა და ეს არცთუ საშიში ინფექციაა.
“გადავხედოთ ოპოზიციის განცხადებებს და ქმედებებს პროტესტებთან დაკვაშირებით. გადავხედოთ შემაშფოთებელ გლობალურ და, ცხადია, საქართველოს სტატისტიკას კორონავირუსთან დაკავშირებით .
რა გამოდის? „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია არა ქართველი ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, არამედ ვირუსის მხარეს დგას.
აქციებზე გამოსვლის მოწოდებები მიანიშნებს, რომ მხარდამჭერთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა = 0-ს!
კრიმინალი სააკაშვილი იმასაც კი კადრულობს, რომ გლობალური პანდემიის, მკვლელი ვირუსი უბრალო სურდოთი განმარტოს. მისთვის მთავარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული არჩევნების გაპროტესტებით, რევანშისთვის ნიადაგი შეამზადოს და ქვეყანა მუდმივი არეულობის, დესტაბილიზაციის პირობებში ამყოფოს. სააკაშვილის გეგმებს კი სრულად იზიარებენ ნაცსექტის ლიდერები.
უპასუხისმგებლო, რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი, საკუთარ ხალხზე მზრუნველი ძალაა, რომელიც გლობალური საფრთხის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა და დღესაც ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს, რაც ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის არის საჭირო.
ოპოზიცია კი ვირუსის, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს დგას. მიუხედავად ამისა, უკლებლივ ყველას ვუსურვებ ურყევ ჯანმრთელობას! გაუფრთხილდით თავს, გაუფრთხილდით თქვენ ახლობლებს!”- წერს გია აბაშიძე.