logo_geo
eng_logo
პეტრე კოლხი: ხშირად მახსენდება, თითქოს დაუჯერებელია
- +

5 ნოემბერი. 2020. 20:20

 

 

„ერთი ისტორია გამახსენდა. უნივერსიტეტში, წლების წინ მოვისმინე.

მეორე მსოფლიო ომის დროს, შეყვარებული წყვილი იმ პირობით დაშორდა ერთმანეთს, რომ ვაჟი ომიდან აუცილებლად ცოცხალი დაბრუნდებოდა, არც გოგონას შეუყვარდებოდა სხვა ვინმე.

ომმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ის ვაჟიც ცოცხალი ვერ დაბრუნდა.

18 წლის იყო გოგონა, რომელმაც გადაწყვიტა, საქმროს სახლში გადასულიყო საცხოვრებლად, მთაში ცხოვრობდნენ.

უვლიდა შეყვარებულის მშობლებს, ოჯახის შექმნა არც უფიქრია. მთელი ცხოვრება მოლოდინში გაატარა. გულისგულში სულ სჯეროდა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდებოდა. ასე, უსასრულო მოლოდინში გავიდა წლები. მოხუცდა. ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა... სოფელმა საქმროს ოჯახიდან გამოასვენა, როგორც ქვრივი...

P.S. ხშირად მახსენდება, თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ჯანსაღი სიყვარული ხომ ისედაც ერთეულების ხვედრია!..“ - წერს დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner