logo_geo
eng_logo
დომინიკ რააბი: ბელარუსის ხელისუფლებამ ეუთოს რეკომენდაციები უნდა შეასრულოს და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს
- +

5 ნოემბერი. 2020. 21:13

 

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებით, ბელარუსის ხელისუფლებამ ეუთოს რეკომენდაციები უნდა შეასრულოს და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს.

 

„ბელარუსის არჩევნებზე ეუთოს დღევანდელი ანგარიშის დასკვნები სერიოზული ბრალდებაა ლუკაშენკოს რეჟიმის მისამართით. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს და ახალი არჩევნები ჩატარდეს. შემდგომშიც მხარს დავუჭერთ ბელარუს ხალხს“, - განაცხადა დომინიკ რააბმა.

 

დღეს ეუთომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობა შეწყვიტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმოს და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner