logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე ქვეყანა აირიოს
- +

5 ნოემბერი. 2020. 21:31

 

 

„ეს ოპოზიციური ძალები, ვინც გუშინ და დღეს საოლქო კომისიის შენობების წინ არიან, ატყუებენ საკუთარ ამომრჩევლებს, რომ თითქოს ისინი არიან ბევრნი და წუთი წუთზე ქვეყანაში რევოლუციური სცენარი დაიწყება და გადატრიალდება ქვეყანა, რაც არის სიცრუე. ამასთან, ისინი პირდაპირ ახდენენ ზეწოლას საარჩევნო სისტემაზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციის მიზანს არ წარმოადგენს ხმების გადათვლა.

 

„მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე ქვეყანა აირიოს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ძალა და რესურსი არა აქვთ. მას ამის უფლებას არც ხელისუფლება და სახელმწიფო სტრუქტურები მისცემს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner