იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 505 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 445 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 824 879 შემთხვევა დადასტურდა, 40 192 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 312 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.