logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ოპოზიციას მათივე მოედანზე, მათივე წესებით ვეთამაშეთ და არჩევნებში მაინც ჩვენ გავიმარჯვეთ
- +

5 ნოემბერი. 2020. 21:35

 

 

„ჩვენ მათ (ოპოზიცია) ვეთამაშეთ მათივე წესებით, მათივე მოედანზე და ამ არჩევნებში გავიმარჯვეთ, გაიმარჯვა 928 ათასზე მეტმა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ იქნება, მათ ეს არ მოსწონთ. მათ მოსწონთ ერთადერთი, რომ აყირავდეს ქვეყანა, იყოს დესტაბილიზაცია და მოხდეს რევოლუციური სცენარის განვითარება, რისთვისაც მათ ჩვენ არცერთი არგუმენტი არ დავუტოვეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ რომ არ წავსულიყავით დათმობებზე და არ გვქონოდა ის საარჩევნო მოდელი, რაც დღეს გვაქვს, დააკვირდით მათ ქცევას, ისინი ვერ ამბობენ, რომ არჩევნები ჩატარდა იმ საარჩევნო მოდელით, რომელიც მათ არ უნდოდათ, არჩევნები ჩატარდა იმ საარჩევნო მოდელით, რომელიც მათ მოსწონდათ, სურდათ და რაზეც ხელი მოაწერეს, ჩვენ ეს არგუმენტი სწორი პოლიტიკით გამოვაცალეთ. ისინი ვერ ამბობენ იმას, რომ ბარიერი იმდენად დიდია, რომ ვერ შევდივართ პარლამეტში, ამას არ ამბობენ, იმიტომ, რომ ჩვენ უპრეცედენტო, 1-პროცენტიანი ბარიერი შევქმენით, ეს ნაბიჯიც გადავდგით და მათ ეს არგუმენტიც ხელიდან გამოვაცალეთ. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მოხდა ის წინსვლა, რომ საარჩევნო მოდელი ყოფილიყო უფრო პრურალისტური, დემოკრატიული და ამას ეთანხმებოდნენ თვითონვე.

 

ისინი ასევე ვერ საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლებაში ჰყოფნის ბოლო წუთები და ისინი მოდიან ხელისუფლებაში, ანუ იმასაც ვერ ამბობენ, რომ ისინი არიან პირველი პოლიტიკური ძალა, არადა ამას ამბობდნენ არჩევნებამდე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner