logo_geo
eng_logo
შორენა პაპაშვილი: ნაციონალები კვლავ გვიტევენ, კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ, მათი რიტორიკა არ იცვლება
- +

5 ნოემბერი. 2020. 23:45

 

ისტორიად ქცეული კადრები საქართველოს ახლო წარსულიდან. 2007 წლის 7 ნოემბერს მეც იქ ვიყავი, ვერასდროს დავივიწყებ ამ დღეს და იმ ემოციას, რაც მაშინ განვიცადე. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ვერ დავივიწყებ, ისევე, როგორც ვერ დავივიწყებ 9 აპრილს, სამარცხვინო სამოქალაქო ომს თბილისის ცენტრში. სამწუხარო ის არის, რომ დღემდე გვიწევს ნაციონალების ამ ნამოქმედარის გახსენება, ისინი კვლავ გვიტევენ, კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ, მათი რიტორიკა არ იცვლება.

 

როდემდე უნდა ვიაროთ მოჯადოებულ წრეზე? 2012 წელს იმისთვის გაისტუმრა ხალხმა ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებიდან, რომ 2020 წელს ისევ ამ დღეში იყოს ქვეყანა? ისევ გზაგასაყარზე ვიდგეთ? აღარ გვეღირსა მშვიდი ცხოვრება და განვითარებისკენ სვლა. სოფლებში დაიწყო სხვადასხვა პროექტები, იგეგმება რაღაცეები, ხალხი ნელ-ნელა სულს ითქვამს და ჯერ კორონავირუსი ვერ მოვიგერიეთ და ახლა ეს, - დაბალპროცენტიანი პოლიტიკური ძალების რევანშის წყურვილი!

 

6:33 წუთიდან კადრები აქამდე არ მქონდა ნანახი. აი, როგორ ესმით დემოკრატია მათ!

 

უემოციოდ, როგორ უნდა უყურო ასეთ კადრებს, მერე რა, შენს ძმას და მამას რომ არ ურტყამენ. რისთვის ხომ აქვს მნიშვნელობა? მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ვითხოვდით და სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები მოგვართვა. მაშინვე ვთქვი, სააკაშვილის ეს ლუკმა არ უნდა გადაყლაპოს ოპოზიციამ-მეთქი, მაგრამ გადაყლაპეს... და მერე, იყო 26 მაისის დარბევა და გაათმაგებული რეპრესიები. ყველაზე მეტად კი ის მაოცებს, მაშინ, ოპოზიციაში მყოფი ლიდერების მხარდაჭერის გამო ბევრი ადამიანი გაუბედურდა, დღეს კი, იგივე ლიდერები, ამის ჩამდენთა გვერდით დგანან.

 

მათი მხარდამჭერები ბრაზობენ, როდემდე უნდა ატრიალოთ ეს კადრები, ამდენი წელი გავიდაო. ამდენი წელი გავიდა და 9 აპრილი დაგვავიწყდა? სამოქალაქო ომი ვაპატიეთ მათ ჩამდენებს? ასე არ დაავიწყდება ხალხს 7 ნოემბერი და 26 მაისი, ნუ გიკვირთ, ძვირფასებო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner