logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: მოსახლეობის მხრიდან ვეღარ ვგრძნობთ იმ მზაობას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი
- +

6 ნოემბერი. 2020. 00:12

 

 

„საკმაოდ რთულია ერთი რიცხვი დასახელება, როდის ვერ გაუძლებს სისტემა დატვირთვას, რადგან ჩვენ სისტემაში ბევრი რამ არის ცვლადი. ცვლადი არ არის მხოლოდ საწოლი ან სუნთქვის აპარატი. ეს ცვლადი არის ექიმიც და ექთანიც“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს წარმატება გაზაფხულზე ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ სამთავრობო გუნდის ეფექტიანი მართვისა და ასევე ექიმების ერთიანობისა და მაღალი კომპეტენტურობის შედეგი.

 

„ეს ასევე იყო ჩვენი მოქალაქეების დამყოლობისა და მათი მხარდაჭერის შედეგიც. სწორედ ეს არის დღეს ჩვენი წარმატების განმსაზღვრელი და არა ის, რამდენ საწოლს მოვაბილიზებთ ან სტუდენტები ჩაერთვება, ან დამატებითი პროფილის ექიმი გადამზადდება. ჩვენთვის დღესდღეობით მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა და იგივე მხარდაჭერა, რაც გვქონდა გაზაფხულზე. ჩვენ ამას მაშინ ნამდვილად ვგრძნობდით თითოელი მოქალაქისგან, მათგან მოდიოდა სლოგანები დარჩი სახლში, გაუფრთხილდი შენი ოჯახის წევრს. დღესდღეობით დარჩა ისე, რომ დგანან ექიმები, რეანიმატოლოგები სადარაჯოზე, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან ნამდვილად ვეღარ ვგრძნობთ იმ მზაობას, რომელიც რეალურად მათი ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner